მიხეილ სარჯველაძე – ჯიმ რიშის განცხადებაზე: მეტი ინფორმაციის ქონის შემთხვევაში, ვფიქრობ, განსხვავებული შეფასებები გაკეთდებოდა

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე „რესპუბლიკელი“ სენატორის, ჯიმ რიშის განცხადებას ეხმაურება.

“იგრძნობოდა, რომ ამერიკელ კონგრესმენებს გარკვეული ინფორმაცია არასრულფასოვნად ჰქონდათ მიწოდებული. მეტი ინფორმაციის ქონის შემთხვევაში, ვფიქრობ, განსხვავებული შეფასებები გაკეთდებოდა, ეს უკავშირდება სასამართლო ხელისუფლებას, ასევე, 5 ივლისს განვითარებულ მოვლენებს. მაგრამ რაც შეიძლება მეტი კომუნიკაცია და დისკუსია უნდა გვქონდეს აშშ-სთან”, – აცხადებს სარჯველაძე.

ცნობისთვის, სენატორმა ჯიმ რიშმა განაცხადა: “სულ უფრო მეტად მაწუხებს საქართველოში უკან გადადგმული ნაბიჯები. ბოლო კვირების განმავლობაში 50-ზე მეტ ჟურნალისტს სცემეს – ერთ-ერთი მათგანი დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა, ასევე, რამდენიმე მოსამართლე უზენაეს სასამართლოში 19 აპრილის შეთანხმების საწინააღმდეგოდ დანიშნეს. იმედგაცრუებულები ვართ იმის გამო, რაც იქ ხდება”.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები