თბილისში, ლაღიძის ქუჩაზე ხანძარია

თბილისში, რევაზ ლაღიძის ქუჩაზე მიტოვებულ შენობას ხანძარი გაუჩნდა.

მოქალაქეების განცხადებით შენობაში რამდენიმე ადამიანი ცხოვრობდა. მათივე ინფორმაციით, ისინი შენობიდან უვნებლად გაიყვანეს.

ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის რამდენიმე ჯგუფი მუშაობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები