“მადლობელი ვარ უკრაინის პრეზიდენტის მიერ საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მუშაობით დაინტერესებისთვის”, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი, მარეკ შჩიგელი „ტვიტერზე” წერს.
მისი თქმით, ვლადიმირ ზელენსკის მიაწოდა ინფორმაცია საოკუპაციო ხაზზე კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ჰუმანიტარული მდგომარეობის შესახებ.
„მქონდა სიამოვნება, მივსალმებოდი და ინფორმაცია მიმეწოდებინა უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკისთვის ენგურის ხიდზე. განვმარტე აფხაზეთის ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზზე კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ჰუმანიტარული მდგომარეობა, რომელიც უფრო გართულდა „კოვიდ-19“-ის პანდემიის გამო. მადლობელი ვარ უკრაინის პრეზიდენტის მიერ საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მუშაობით დაინტერესებისთვის“, – წერს მარეკ შჩიგელი.