შარლ მიშელი 19 ივლისს სალომე ზურაბიშვილსა და ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდება

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი ბათუმში 19 ივლისს საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილსა და პრემიერმინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდება. შარლ მიშელის განრიგი ევროპული საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, ასევე, შეხვდება მოლდოვის პრეზიდენტ მაია სანდუსა და უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის.

ამავე დღეს დაგეგმილია შარლ მიშელის საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის პრეზიდენტებთან ერთობლივი შეხვედრა, რის შემდეგაც გაიმართება პრესკონფერენცია.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები