სემეკ-მა „დარიალ ენერჯი“ ელექტროსისტემის დისპეტჩერზე დაუმორჩილებლობის გამო 75 000 ლარით დააჯარიმა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) შპს „დარიალ ენერჯი“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 75 ათასი ლარით დააჯარიმა.

სემეკ-ის ინფორმაციით, დაჯარიმების საფუძველს წარმოადგენს მიმდინარე წლის მაისში შპს „დარიალ ენერჯის“ საკუთრებაში არსებული „დარიალ ჰესის“ მიერ გადაცემის სისტემის ოპერატორის ელექტროენერგიის დისპეტჩერის მითითება-განკარგულებაზე რამდენჯერმე დაუმორჩილებლობა, რამაც გამოიწვია „ლარსი ჰესის“, „ყაზბეგი ჰესის“ გაჩერება და „ენერგო პრო ჯორჯიას“ მომხმარებლებისათვის გარკვეული დროის განმავლობაში ელექტროენერგიის მიწოდების შეზღუდვა.

“სემეკ-ის მხრიდან შპს „დარიალ ენერჯის“ მიეცა მკაცრი გაფრთხილება. ლიცენზიატების მხრიდან კანონმდებლობით დაკისრებული პასუხისმგებლობის გაუთვითცნობიერება და ვალდებულებათა ჯეროვანი შეუსრულებლობა, უშუალოდ აისახება მომხმარებელთა ინტერესების დაცვასა და ენერგეტიკული სისტემის გამართულ ფუნქციონირებაზე, რაც ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფის უმნიშვნელოვანესი პირობაა”, – აცხადებენ სემეკ-ში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები