“მსოფლიო კორონავირუსის პანდემიის ახალი ტალღის საწყის ეტაპზე იმყოფება”, – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადანომ გებრეისუსმა.
ჟენევაში სიტყვით გამოსვლისას მან ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ გასულ კვირას მსოფლიოში ინფიცირების მნიშვნელოვანი ზრდა შეინიშნებოდა, ასევე, გარდაცვალების მაჩვენებელზე. ამასთან, მისი თქმით, გარდაცვალების მაჩვენებელი უკანასკნელი 10 კვირის განმავლობაში პირველად არის ზრდის პროცესში.
”დელტა” ვარიანტი არის ამჟამინდელი ზრდის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი, რასაც ემატება გაზრდილი სოციალური კონტაქტები და მობილობა, ასევე, არათანმიმდევრული გამოყენება უკვე ცნობილი სოციალური ზომების,” – თქვა გებრეისუსმა.
მისივე თქმით, კორონავირუსის “დელტას” ვარიანტი 111-ზე მეტ ქვეყანაშია გამოვლენილი, ამასთან, ჯანმო-ში პროგნოზირებენ, რომ “ის მალე გახდება დომინანტური შტამი, რომელიც მიმოქცევაშია მსოფლიოში, თუ უკვე არ გამხდარა”.