თამარ გაბუნია: მობილიზებულია 5 500 საწოლი და კვირის განმავლობაში კიდევ დაემატება

“ამ ეტაპისთვის, მობილიზებულია 5 500 საწოლი და კვირის განმავლობაში დაემატება კიდევ საწოლების რაოდენობა იმგვარად, რომ ექვსი ათას საწოლამდე გაიზარდოს საწოლფონდი”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საქართველოს პირველ არხთან განაცხადა.

მისი თქმით, ჰოსპიტალიზაციის შემთხვევების საჭიროება როცა იქნება, ამას ჰოსპიტალური სექტორი მომზადებული დახვდება.

„ჩვენთვის განსაკუთრებით საყურადღებო ბოლო პერიოდში იყო პედიატრიულ საწოლებზე მოთხოვნის გაზრდა. არცერთი წინა ტალღის პერიოდში მსგავსი რამ არ მომხდარა და პედიატრიული საწოლები ყოველთვის დაუტვირთავი რჩებოდა, ბოლო პერიოდში კი მოგვიხდა პედიატრიული საწოლების დამატებაც. ამ ეტაპისთვის, მობილიზებულია 5 500 საწოლი და კვირის განმავლობაში დაემატება კიდევ საწოლების რაოდენობა იმგვარად, რომ ექვსი ათას საწოლამდე გაიზარდოს საწოლფონდი, რათა ჰოსპიტალიზაციის შემთხვევების საჭიროება როცა იქნება, ამას ჰოსპიტალური სექტორი მომზადებული დახვდება“, – განაცხადა გაბუნიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები