კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლენილია 813, იმერეთში – 115, ქვემო ქართლში – 94

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 398 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 813 შემთხვევა, აჭარაში – 93, იმერეთში – 115, ქვემო ქართლში – 94, შიდა ქართლში – 49, გურიაში – 9, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 59, კახეთში – 84, მცხეთა-მთიანეთში – 27, სამცხე-ჯავახეთში – 36, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 19.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 14 714 საიდანაც: 3 838 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 326, აჭარაში – 200, იმერეთში – 431. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 756 პირი, მათ შორის, თბილისში – 400, აჭარაში – 38, იმერეთში -162. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 166 პირი, მათგან თბილისში – 126 აჭარაში – 3, იმერეთში – 7. 1 065 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 790 – თბილისში, 267- აჭარაში. 9 811 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები