თამარ გაბუნია: ისევ მოგვიწევს, გასართობი ღონისძიებების შეზღუდვაზე ვიმუშაოთ
“ისევ მოგვიწევს, გასართობი ღონისძიებების შეზღუდვაზე ვიმუშაოთ. ამაზე დავიწყეთ უკვე ფიქრი”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ,,იმედის დილაში” განაცხადა.
მისი თქმით, ინფექცია სწრაფად ვრცელდება და აქტიური ჩარევის გარეშე ეს ტემპი კიდევ უფრო გაიზრდება.
„ეპიდემიური სიტუაცია უარესდება. ინდივიდუალური პასუხისმგებლობა კრიტიკულია და, ამდენად, მოქალაქეებისა და საზოგადოების აქტიურობის გარეშე ეს წარმოუდგენელია. მესმის, ზაფხულია, კურორტები გაიხსნა, გასართობი ღონისძიებები ტარდება. გასართობ ღონისძიებაზე არ არის განწყობილი ადამიანი, რომ ნიღბით იყოს და დისტანცია დაიცვას, მაგრამ ასე არ გამოვა. ისევ მოგვიწევს გასართობი ღონისძიებების შეზღუდვაზე ვიმუშაოთ. ამაზე დავიწყეთ უკვე ფიქრი“, – განაცხადა გაბუნიამ.