ივანე ჩხაიძე: ყველა მოქალაქე ვერ აიცრება Pfizer-ის ვაქცინით, მკვეთრად გაუარესებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა არჩევანს არ გვიტოვებს

“ყველა დაკარგული დღე არის ინფიცირების გაზრდილი რისკი”, – ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ყველა მოქალაქე ვერ აიცრება Pfizer-ის ვაქცინით, მკვეთრად გაუარესებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა არჩევანს არ ტოვებს.

„ჯამურად, ველოდებით 3,2 მილიონ დოზა ვაქცინას. საქართველოში Pfizer-ის მილიონი დოზა შემოვა. ეს 500 ათასი ადამიანის ვაქცინაციისთვის არის საკმარისი. საქართველოს ყველა მოქალაქე ვერ აიცრება Pfizer-ის ვაქცინით. მკვეთრად გაუარესებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა, მკვეთრად გაუარესებული ინფიცირების მაჩვენებელი არჩევანს არ გვიტოვებს. აქ არ არის საუბარი იმაზე, რომ მირჩევნია გავჩერდე და Pfizer-ის ვაქცინა შემოვა დამატებით ქვეყანაში და ავიცრები. საუბარია იმაზე, რომ ყველა დაკარგული დღე არის ინფიცირების გაზრდილი რისკი. უნდა დავრეგისტრირდეთ იმ ვაქცინაზე, რომელიც ხელმისაწვდომია“, – აღნიშნა ჩხაიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები