გიორგი ხელაშვილი: ერთმანეთისგან გავმიჯნოთ ეკლესია და მისი ცალკეული წარმომადგენლები, რომლებიც ძალადობას მიმართავენ, ან რუსული ინტერესების პროპაგანდისტები არიან

“ერთმანეთისგან გავმიჯნოთ ეკლესია და მისი ცალკეული წარმომადგენლები, რომლებიც ძალადობას მიმართავენ, ან რუსული ინტერესების პროპაგანდისტები არიან”, – ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ხელაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

მისი თქმით, ის კამპანია, რომელიც დღეს ხორციელდება საქართველოს ეკლესიის მიმართ, უნდა იყოს მიუღებელი ყველასთვის.

„მოდით ერთმანეთისგან გავმიჯნოთ ეკლესია და მისი ცალკეული წარმომადგენლები, რომლებიც ან ძალადობას მიმართავენ, ან რუსული ინტერესების პროპაგანდისტები არიან საქართველოში. შესაბამისად, მე ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება, საქართველოს ეკლესია თავისი არსით, ინსტიტუციურად და პოლიტიკურად ოდესმე იყოს რუსეთის ინტერესების გამტარებელი და საქართველოს დამოუკიდებლობის მოწინააღმდეგე. ვფიქრობ, ეს აბსურდული ბრალდებაა ეკლესიის მიმართ, მე ამას არ ვემხრობი. თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ თავად ეკლესიაში შეიძლება იყვნენ ცალკეული იერარქები, ცალკეული პირები, რომლებიც ატარებენ თავიანთ ინტერესებს. ასევე, ცალკეული მღვდელი, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა პროფესიის წარმომადგენელი, შეიძლება მოუწოდებდეს ძალადობისკენ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ საქართველოს ეკლესიას ძალმომრეობა ან რუსული ინტერესების გატარება დავაბრალოთ. შესაბამისად, ის კამპანია, რომელიც დღეს ხორციელდება საქართველოს ეკლესიის მიმართ, უნდა იყოს მიუღებელი ყველასთვის“, – განაცხადა ხელაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები