სვენ მიქსერი: ევროპული თვალსაზრისით, უმცირესობების დაცვა არის მთავრობის უპირობო ვალდებულება
ევროპარლამენტარ სვენ მიქსერის განცხადებით, ევროპული თვალსაზრისით, უმცირესობების დაცვა არის მთავრობის უპირობო ვალდებულება, მნიშვნელოვანია ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობის დაგმობა, თუმცა, ეს საკმარისი არ არის.
„მინდა, მოკლედ შევეხო გასული კვირის ტრაგიკულ მოვლენებს. მოხარული ვარ, რომ საქართველოს პარლამენტის სპიკერმა დაგმო ძალადობა, თუმცა, ვფიქრობ, რომ მან არ დაგმო ძალადობა LGBTQI პირების წინააღმდეგ და ეს არის ის, რაც საქართველოს ხელისუფლებაში მყოფებმა უნდა გააკეთონ, რადგან არ არის საკმარისი დაგმო ძალადობა მხოლოდ ჟურნალისტების წინააღმდეგ ან ზოგადად დაგმო ძალადობა. ევროპული თვალსაზრისით, უმცირესობების დაცვა არის მთავრობის უპირობო ვალდებულება. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობის დაგმობა, თუმცა, ეს არ არის საკმარისი, თუ არ იტყვი, რომ LGBTI პირების წინააღმდეგ ძალადობა, შევიწროება, დისკრიმინაცია აბსოლუტურად მიუღებელია და ამ თემის ყველა წევრის დაცვა უზრუნველყოფილია მთავრობის მხრიდან“, – განაცხადა სვენ მიქსერმა.