ვიოლა ფონ კრამონი: ყველამ ვნახეთ ძალადობრივი თავდასხმები 5 ივლისს, საქართველოს პარლამენტის ვალდებულებაა, რომ მოგვცეს ტოლერანტობის მაგალითი, სადაც პატივს სცემენ განსხვავებულ მოსაზრებებს
“ყველამ ვნახეთ ძალადობრივი თავდასხმები 5 ივლისს. აუცილებელია, განსხვავებული აზრების კონსენსუსი მოხდეს მშვიდობიანი და კონსტრუქციული გზით”, – ამის შესახებ ევროპარლამენტის წევრმა, ვიოლა ფონ კრამონმა განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს პარლამენტის ვალდებულებაა, რომ იყოს ტოლერანტობის მაგალითი, სადაც პატივს სცემენ განსხვავებულ მოსაზრებებს.
“ყველამ ვნახეთ ის ძალადობრივი თავდასხმები 5 ივლისს. აუცილებელია, განსხვავებული აზრების კონსენსუსი მოხდეს მშვიდობიანი და კონსტრუქციული გზით. ეს აუცილებელია, მოხდეს ყველა დონეზე იქნება, ეს სახელისუფლებო თუ საზოგადოებრივი. საქართველოს პარლამენტის ვალდებულებაა, რომ მოგვცეს ტოლერანტობის მაგალითი, სადაც პატივს სცემენ განსხვავებულ მოსაზრებებს და იქნება ღია კომპრომისი. ეს იქნება ფუნდამენტური ნაბიჯი ევროპული გზისკენ”, – ამბობს ევროპარლამენტის წევრი.