ზაალ უდუმაშვილი: ლექსოს სახელის შებღალვით თითოეული ჟურნალისტის სახელი იბღალება

“ლექსოს სახელის შებღალვით თითოეული მოქალაქის, თითოეული ჟურნალისტის სახელი იბღალება”, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა ტვ „პირველის” გარდაცვლილ ოპერატორზე, ლექსო ლაშქარავაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ყველა დამნაშავე უნდა დაისაჯოს.

“დღეს უმძიმესი დღე არის არა მხოლოდ ლექსოს ოჯახისთვის, არამედ – მთელი ქვეყნისთვის და ყველაზე მძიმე ის არის, რომ ამ ტრაგედიის ფონზე ხელისუფლება სამარცხვინოდ ცდილობს უბინძურესი ვერსიის წამოყენებას და ლექსოს სახელის შებღალვას. იმას ვერ ხვდებიან, რომ ლექსოს სახელის შებღალვით თითოეული მოქალაქის, თითოეული ჟურნალისტის სახელი იბღალება. ტყუილად ნურავის ნუ ექნება მცდელობა, რომ ლექსოს სახელი თავისი ბინძური პიარ-კამპანიისთვის გამოიყენოს. უნდა დაისაჯოს ყველა ის ადამიანი, ვინც პასუხისმგებელია ამ ტრაგედიაში. “ნაციონალური მოძრაობა” გამოიყენებს ყველა ბერკეტს რაც მის ხელში არსებობს – ეს არის საპარლამენტო, ქუჩის აქციები თუ სხვა, რათა ჩვენ მივიდეთ საბოლოო მიზნამდე და დავადგინოთ სიმართლე და დაისაჯოს ყველა ის ადამიანი, ვინც პასუხისმგებელია ლექსოს დაღუპვაში”,- განაცხადა უდუმაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები