ამერიკაში მცხოვრები ექიმი – ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებაზე: ნახევარ დღეში სამჯერ ზედოზირების ვერსია სამედიცინო აბსურდია

“დაღუპული ოპერატორის გარდაცვალების უშუალო მიზეზი ვერანაირად ვერ შეცვლის ფაქტს, რომ 5 ივლისს სახელმწიფომ და ეკლესიამ ამ ბიჭზე იძალადა”, – ამის შესახებ ნიუ იორკის ,,მაიმონდის” ჰოსპიტლის ექიმი, ნანა გეგეჭკორი ტელეკომპანია “პირველის” ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების თაობაზე წერს.

მისივე თქმით, ნახევარ დღეში სამჯერ ზედოზირებისა და საიდანღაც მოპედით მორბენილი ნარკანით გადარჩენილი ნარკოტიკური ინტოქსიკაციის ვერსია სამედიცინო აბსურდია.

“დაღუპული ოპერატორის გარდაცვალების უშუალო მიზეზი ვერანაირად ვერ შეცვლის ფაქტს, რომ 5 ივლისს სახელმწიფომ და ეკლესიამ ამ ბიჭზე იძალადა. ცოცხალიც რომ დარჩენილიყო, ვერავინ წაშლის მის ჩამსხვრეულ თვალბუდეს, ვერავინ უარყოფს, რომ ის იყო ძალადობის მსხვერპლი. ლექსოს გარდაცვალება მხოლოდ ამძაფრებს ამ ტრაგედიას.
ამ ისტორიაში ორი ამბავია მთავარი; ის, რომ ლექსო ცოცხალი აღარ არის და ის, რომ ჩვენ ვცხოვრობთ სახელმწიფოში, სადაც არავის სიცოცხლის უფლება არაა დაცული. მათ შორის იმ მონებისაც ვინც დღეს ჩვენზე ძალადობენ, ბატონის სურვილის შესაბამისად. მათაც გარანტირებული აქვთ პოლონიუმის ჩაი თუ ბატონის ნებას გადაუხვევენ.
P.S. ნახევარ დღეში სამჯერ ზედოზირების და საიდანღაც მოპედით მორბენილი ნარკანით გადარჩენილი ნარკოტიკური ინტოქსიკაციის ვერსია სამედიცინო აბსურდია. სამედიცინო განათლების არმქონე ადამიანისთვისაც ადვილად მისახვედრი აბსურდია. დეტალებში ამ თემის განხილვა რომ არც ღირს, ისეთი აბსურდული ვერსიაა სამედიცინო კუთხით”, – წერს გეგეჭკორი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები