მეუფე ნიკოლოზი: მე ჯერ ასეთი ძალადობა არ მინახავს ჩემი თვალით, რაც მოხდა 5 ივლისს, მიუხედავად იმისა, რომ ომში ვარ ნამყოფი

ახალქალაქისა და კუმორდოს მიტროპოლიტის, მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილის განცხადებით, 5 ივლისს თბილისში განვითარებული მოვლენების შესწავლა უნდა მოხდეს.

მისივე თქმით, ყველა ის ადამიანი უნდა დაისაჯოს, ვინც ძალადობაში იღებდა მონაწილეობას და ვინც იყო ამის დამკვეთი.

“რაც მოხდა 5 ივლისს რუსთაველის გამზირზე, ეს იყო ქვეყანაზე, ადამიანის ცნობიერებაზე არნახული, მე ჯერ ასეთი ძალადობა არ მინახავს ჩემი თვალით. მიუხედავად იმისა, რომ ომში ვარ ნამყოფი, ომი მინახავს და, აი, ასეთი ძალადობა ადამიანის ფსიქიკაზე, რაც მოხდა 5 ივლისს რუსთაველის გამზირზე, მიუხედავად მრავალი გაფრთხილებისა. ამაზე უარესი ის იყო, რომ ეს იყო თავისუფლების და დემოკრატიის სახელით. ეს იყო ტყუილი. მე ვფიქრობ, რომ ეს არის აუცილებლად შესასწავლი. იმ კადრებით იდენტიფიცირება ხერხდება ადამიანების, ვინც აღასრულა ეს ფიზიკური ძალადობა და ვინ იყო ამისი დამკვეთი. ეს უნდა იყოს გამოძიებული და, რა თქმა უნდა, ის უნდა დაისაჯოს”, – ამბობს მეუფე ნიკოლოზი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები