თამარ გაბუნია: „ფაიზერის“ ვაქცინა უახლოეს დღეებში შემოვა
“უახლოეს დღეებში შემოვა „ფაიზერის“ ვაქცინა და მოსახლეობას ექნება საშუალება, რომ ამ ვაქცინით ჩაიტაროს ვაქცინაცია”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, თითოეული დღის დაკარგვა კრიტიკულია, შემთხვევების რაოდენობა იმატებს.
„დღეს ქვეყანაში უკვე მობილიზებულია მილიონი დოზა „სინოფარმისა“ და „სინოვაკის“ ვაქცინის. ორივე ამ ვაქცინის ეფექტურობა ძალიან მაღალია ჰოსპიტალიზაციისა და ლეტალობის თავიდან აცილების კუთხით, რაც არის ჩვენი მთავარი მიზანი, რომ თავიდან ავიცილოთ.
ასევეზ უახლოეს დღეებში შემოვა „ფაიზერის“ ვაქცინა და ექნება მოსახლეობას საშუალება, რომ „ფაიზერის“ ვაქცინით ჩაიტაროს ვაქცინაცია, თუკი მისთვის ეს არჩევანი უპირატესია. თუმცა, დღეს არსებული ყველა ვაქცინის – „სინოფარმის”, „სინოვაკის” ეფექტურობა დადასტურებულია. თითოეული დღის დაკარგვა კრიტიკულია, შემთხვევების რაოდენობა იმატებს. ამდენად, მინდა, მოვუწოდო საზოგადოებას აქტიური ჩართულობისკენ ვაქცინაციის პროცესში”, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.