თამარ გაბუნია: სიტუაცია ქვეყანაში ძალიან მძიმეა, ბავშვებში ინფექციის გავრცელების მაღალი მაჩვენებელია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ქვეყანაში ეპიდსიტუაციის მხრივ მძიმე მდგომარეობაა.

როგორც მან ბრიფინგზე განაცხადა, გასული 2-3 დღის მანძილზე პედიატრიული საწოლების დამატებით მობილიზება გახდა საჭირო, რაც ბავშვებში ინფექციის გავრცელების მაღალ მაჩვენებელზე მიუთითებს.

,,კოვიდპანდემიის სიტუაცია ქვეყანაში ძალიან მძიმეა და აყენებს რისკებს მოსახლეობის ჯანმრთელობის და საზოგადოების სოციალური განვითარების კუთხით. გუშინდელი შემთხვევების რაოდენობა აღემატება უკვე 1800 შემთხვევას, ეს გარკვეულწილად არის ჯამური მაჩვენებელი, თუმცა, მაინც მიუთითებს, ბოლო ორი კვირის განმავლობაში, შემთხვევების განსაკუთრებით გააქტიურებაზე. აქვე მინდა აქცენტი გავაკეთო იმაზე, რომ გასული 2-3 დღის მანძილზე ჩვენ მოგვიხდა პედიატრიული საწოლების დამატებით მობილიზება, რაც მიუთითებს ბავშვებში ინფექციის გავრცელების მაღალ მაჩვენებელზე. თბილისში მობილიზებული 200-მდე პედიატრიული საწოლი, რომელიც ეპიდემიის მეორე-მესამე ტალღის განმავლობაში იყო პრაქტიკულად დაუტვირთავი, უკვე გადატვირთულია და ჩვენ მოგვიხდა დამატებით საწოლების მობილიზება პედიატრიული პაციენტებისთვის. რაც ნიშნავს იმას, რომ ინფექციის გავრცელების კუთხით რისკები იზრდება და ამდენად მთავარი გადაწყვეტა ისევ არის ვაქცინაციის პროგრამა,” – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები