მეუფე ანტონი – ჟურნალისტს: პი პი პი, ხელით გეხები კი არა, დავაპიპინე

“ძალადობრივ სიმართლეს გვახვევთ თავზე. თქვენ ახალისებთ გარყვნილებას, თქვე მოძალადეებო”, – ასე მიმართა ვანისა და ბაღდათის ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე ანტონიმ ჟურნალისტებს 5-6 ივლისს თბილისში განვითარებული მოვლენების შეფასებისას.

მისივე თქმით, “ტვ პირველის” ოპერატორის გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობა მედიას დააკისრა.

“ძალადობრივ სიმართლეს გვახვევთ თავზე. თქვენ ახალისებთ გარყვნილებას, თქვე მოძალადეებო. თქვენ უწევთ პროპაგანდას! თქვენ გარდააცვალეთ, თქვენზეა პასუხისმგებლობა. ხალხის სიმებს ეხებით, წირავთ ხალხს. თქვენ ხართ პასუხისმგებელი მაგის მკვლელობაზე. რატომ გვილახავთ ღირსებას?!

თქვენ მოგწონთ, რომ ძალადობთ?! ნუ ატრიალებ ტექნიკურად, პი პი პი პი, ნუ ატრიალებთ გაიგეთ?! ხელით გეხები კი არა, დავაპიპინე, გაიგე?!”, – განაცხადა მეუფე ანტონმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები