მამუკა მდინარაძე და ანა ნაცვლიშვილი პარლამენტში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ – “თქვენ ხართ ხალხი, ანა, რომელიც ტრაგედიითა და ამ ემოციური ფონით ვაჭრობთ”
“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე და “ლელოს” წევრი, ანა ნაცვლიშვილი პარლამენტში ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.
როცა მამუკა მდინარაძე მედიასთან განცხადებებს აკეთებდა, ანა ნაცვლიშვილი მასთან მივიდა და მოსთხოვა, ამ წუთებში პარლამენტთან მიმდინარე პროცესებზე რეაგირება მოეხდინა.
“ეს არის ძალიან ბინძური სპეკულაცია და თქვენ ხართ ხალხი, ანა, რომელიც ტრაგედიითა და ამ ემოციური ფონით ვაჭრობთ,” – მიმართა მდინარაძემ ნაცვლიშვილს.
“ხელებს ნუ მიქნევ, ახლა ხელები ჩაწიე…” – უპასუხა ანა ნაცვლიშვილმა.
პარლამენტის უკანა შესასვლელთან ხმაურია. ჟურნალისტები და მედიამენეჯერები პარლამენტში შესვლას ითხოვენ, რის უფლებასაც მათ პარლამენტთან მყოფი დაცვის სამსახურის წარმომადგენლები არ აძლევენ.