დავით მათიკაშვილი: საქართველოში არჩევნების ხარისხი არჩევნებიდან არჩევნებამდე იზრდება და პრობლემების რაოდენობა იკლებს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დავით მათიკაშვილი საია-ს მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს აფასებს, რომლის მიხედვითაც, 2020 წლის წინასაარჩევნო გარემო ძირითადად თავისუფალი იყო, თუმცა, მას მნიშვნელოვანი პრობლემების გარეშე არ ჩაუვლია.

მათიკაშვილის შეფასებით, საქართველოში არჩევნების ხარისხი არჩევნებიდან არჩევნებამდე იზრდება და პრობლემების რაოდენობა იკლებს.

„ვურჩევდი, გადახედონ, შეხედონ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების დასკვნებს, კარგად მოუსმინონ ევროპარლამენტიდან და ევროსაბჭოდან პარლამენტარების განცხადებებს, ჩვენი პოლიტიკური სიტუაციის მიმოხილვასთან დაკავშირებით. 90-იანი წლებიდან დღემდე პოსტსაბჭოურ ქვეყნებში ჩატარებულ არჩევნებს გარკვეული თავისი სპეციფიკა გააჩნია, განსხვავებით სხვა ქვეყნებისგან, საქართველოში არჩევნების ხარისხი არჩევნებიდან არჩევნებამდე იზრდება და პრობლემების რაოდენობა იკლებს. ეს არის ჩვენი დანიშნულება და ჩვენი ვალი, გავიზიაროთ ჩვენი პარტნიორების რეკომენდაციები და კანონი ისე დავხვეწოთ“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები