შალვა პაპუაშვილი – გახარიას განცხადებაზე: სიცარიელე, კეკლუცობა და წერტილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, შალვა პაპუაშვილი ყოფილი პრემიერის, “საქართველოსთვის” ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

“ეს კონტექსტს მორგებული ყალბი ფრაზები, მგონი, უკვე ყოველგვარ პოლიტიკურ ესთეტიკას სცილდება.

სიცარიელე და კეკლუცობა… და წერტილი. სულ ეს არის, რაც დარჩა”, – წერს პაპუაშვილი.

ცნობისთვის, გიორგი გახარიამ განაცხადა: “თითოეულ რიგით პოლიციელს მინდა, ბოდიში მოვუხადო, მე ხომ ვიცი, წინასწარ სპეციალური მუშაობითა და ღონისძიებებით ეს ყველაფერი არიდებადი იყო”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები