“ფანჯრიდან გაიპარე მელიას შიშით და ახლა ცარიელი კარის შემომტვრევას რომ ცდილობ, ბატონო გიორგი, ცოტა, სულ ცოტა მაინც არ გრცხვენია?” – ზურაბ ქადაგიძე გახარიას
“ფანჯრიდან გაიპარე მელიას შიშით და ახლა ცარიელი კარის შემომტვრევას რომ ცდილობ, ბატონო გიორგი, ცოტა, სუულ ცოტა მაინც არ გრცხვენია?”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი, ზურაბ ქადაგიძე ყოფილ პრემიერზე, “საქართველოსთვის” ლიდერზე, გიორგი გახარიაზე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, გახარია “მე-3 ძალა, თუ არა მე-2 “ამბიციური” ლიდერი გახდება ბურჭულაძის შემდეგ”.
“ფანჯრიდან გაიპარე მელიას შიშით და ახლა ცარიელი კარის შემომტვრევას რომ ცდილობ, ბატონო გიორგი, ცოტა, სუულ ცოტა მაინც არ გრცხვენია?
პიპინიას ვაჟკაცობის არ იყოს(მხ.ფილმიდან”არაჩვეულებრივი გამოფენა”) პორტარტურიდან საკუთარ ცხენს,რომ გამოასწრო ომის დროს…
ისე როგორი ტრაგი-კომედიურია ყოფილი პრემიერი,როდესაც პოლიტიკური “დივიდენდებისათვის” სახელმწიფო იმიჯსაც ხელჰყოფს…
ეგრე გააგრძელე ბატონო გიორგი და მე-3 ძალა, თუ არა მე-2 “ამბიციური” ლიდერი გახდები ბურჭულაძის შემდეგ”,- წერს ქადაგიძე.
ცნობისთვის, გიორგი გახარიამ თბილისში ბოლო ორი დღის განმავლობაში განვითარებული მოვლენები შეაფასა და ხელისუფლება არაკომპეტენტურობასა და უუნარობაში დაადანაშაულა.