პარლამენტის შენობის წინ დაპირისპირება იყო
რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ, სადაც მდუმარე აქციაა დაგეგმილი, დაპირისპირება იყო.
რამდენიმე პირი ჟურნალისტებს მუშაობის საშუალებას არ აძლევს. ერთ-ერთი პირი თავს დაესხა “პალიტრანიუსის” ოპერატორს და ფიზიკურად გაუსწორდა.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.