პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება დაიწყო

იურიდიულ საკითხთა კომიტეტში პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი დაიწყო.

დღეს კომიტეტი ორ კანდიდატს – გოჩა აბუსერიძესა და გიორგი გოგიაშვილს გაესაუბრება. თითოეული ფრაქციისთვის, პოლიტიკურ ჯგუფისა და პარლამენტის უფრაქციო წევრებისთვის მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებისთვის დრო განისაზღვრა პარლამენტის რეგლამენტის 111-ე მუხლის შესაბამისად. შესაბამისად, თითოეული კანდიდატთან გასაუბრებისთვის ფრაქციას „ქართული ოცნება” გამოყოფილი აქვს 75 წუთი, ფრაქციას „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი” – 15 წუთი, ფრაქციას – „ლელო” – პარტნიორობა საქართველოსთვის” – 15 წუთი, ფრაქციას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია” – 32 წუთი, პოლიტიკურ ჯგუფს – „გირჩი” – 15 წუთი, პოლიტიკურ ჯგუფს „მოქალაქეები”- 15 წუთი, პოლიტიკურ ჯგუფს „ევროპელი სოციალისტები” – 15 წუთი, ხოლო პარლამენტის უფრაქციო წევრებს – ჯამში 33 წუთი.
გასაუბრების პროცესში კითხვების დასმის შესაძლებლობა, ასევე ექნებათ არასაპარლამენტო სუბიექტებსაც. კერძოდ, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს, იურიდიული სამსახურის დირექტორს, სახალხო დამცველს, არასამთავრობო ორგანიზაციების და აკადემიური წრეების წარმომადგენელებს ჯამში მიეცემათ 75 წუთი, ანუ თითო სუბიექტს – 15 წუთი.
პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენილია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 9 კანდიდატი: გოჩა აბუსერიძე, გიორგი გოგიაშვილი, ლევან თევზაძე, ქეთევან მესხიშვილი, გიორგი შავლიაშვილი, რევაზ ნადარაია, ბიძინა სტურუა, ეკა ზარნაძე და ლაშა ქოჩიაშვილი.
იურდიულ საკითხთა კომიტეტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება 10 ივლისს დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები