ანდრია ჯაღმაიძე: პასუხისმგებლობა, პირველ ყოვლისა, ეკისრებათ „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებს, რადგან, საზოგადოების რეაქციის მიუხედავად, საკუთარი გეგმები არ შეცვალეს

“ძალადობა არის კატეგორიულად მიუღებელი, ვემიჯნებით ნებისმიერ ძალადობას”, – ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა.

მისი თქმით, პასუხისმგებლობა, პირველ ყოვლისა, ეკისრება „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებს, რადგან საკუთარი გეგმები არ შეცვალეს.

„ძალადობა არის კატეგორიულად მიუღებელი, ვემიჯნებით ნებისმიერ ძალადობას, მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ აგრესიული ქმედებებისა და ძალადობისგან. პასუხისმგებლობა, პირველ ყოვლისა, ეკისრება „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებს, რადგან, საზოგადოების რეაქციის მიუხედავად, არ შეცვალეს საკუთარი გეგმები“, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები