გიორგი ვაშაძე წინასაარჩევნოდ „ნაცმოძრაობასთან“ თანამშრომლობას გამორიცხავს და მიზეზად “წაგებულ არაერთ არჩევნებს” ასახელებს
„სტრატეგია აღმაშენებელი“ წინასაარჩევნოდ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არანაირ თანამშრომლობას არ აპირებს”, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატებმა იმდენი არჩევნები წააგეს, აღარაა იმის ფუფუნება, რომ მის პარტიას კიდევ წააგებინონ.
„სტრატეგია აღმაშენებელი“ წინასაარჩევნოდ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არანაირ თანამშრომლობას არ აპირებს. „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატებმა იმდენი არჩევნები წააგეს, აღარ გვაქვს უკვე იმის ფუფუნება, რომ კიდევ წავაგებინოთ არჩევნები. ამიტომ, გვინდა, რომ ისინიც ჩვენი დიდი გამარჯვების თანამონაწილეები გახდნენ უკვე არჩევნების შემდეგ. „სტრატეგია აღმაშენებელი“ ყოველთვის სისტემურად მუშაობს. ახლა გვექნება კონსულტაციები და დამერწმუნეთ, გამარჯვების ფორმულას დავდებთ“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.