ჰუბერტ ქნირში: არც ჩემი და არცერთი სხვა ელჩის გადასაწყვეტი არ არის, ჩატარდება თუ არა „პრაიდი”, ეს არის ორგანიზატორების პრეროგატივა

საქართველოში გერმანიის ელჩის, ჰუბერტ ქნირშის განცხადებით, საქართველოს კონსტიტუციით, ქვეყანაში შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება დაცულია.

მისივე თქმით, ორგანიზატორების პრეროგატივაა, ჩატარდება თუ არა “თბილისი პრაიდის” ღონისძიება.

„საქართველოს კონსტიტუციაში გარანტირებული არის უფლება, რომ ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია, შეიკრიბოს და თავისი პოზიცია გამოხატოს. შეკრების უფლება არის ის ფუძემდებლური უფლება, რაც კონსტიტუციამ განსაზღვრა. აქედან გამომდინარე, არც ჩემი და არც ერთი სხვა ელჩის გადასაწყვეტი არ არის, ჩატარდება თუ არა „პრაიდის” ღონისძიება. ეს არის ორგანიზატორების პრეროგატივა, მათ უნდა გადაწყვიტონ, ჩაატარებენ თუ არა”, – განაცხადა ქნირშმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები