რა საკითხებზე იმსჯელებს ქართული მხარე ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 53-ე რაუნდზე – ლაშა დარსალიას კომენტარი

ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაკავებული პირების გათავისუფლება, ბორდერიზაცია, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის პრობლემების გადაჭრა – ეს იმ საკითხების ჩამონათვალია, რომლებზეც ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 53-ე რაუნდზე იმსჯელებენ.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის, ლაშა დარსალიას განცხადებით, მთავარი დასაყრდენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერაა.

“სამწუხარო რეალობა არის ის, რომ ეს მძიმე ფონი არის მიზანმიმართულად კიდევ უფრო დამძიმებული, რადგან რუსეთის ფედერაცია ყოველთვის ცდილობს, გამოიყენოს ადამიანის უფლებათა ვითარება, როგორც ზეწოლის ინსტრუმენტი საქართველოს დელეგაციაზე, ეს კიდევ უფრო ამძიმებს მოლაპარაკებათა პროცესს.

ჩვენი მთავარი დასაყრდენი არის საერთაშორისო საზოგადოების მტკიცე მხარდაჭერა და ჩვენი პარტნიორების მტკიცე მხარდაჭერა. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ყველა მოლაპარაკებათა პროცესში ჩვენ გვაქვს ყოველთვის მოლოდინი, რომ თუ გარღვევა არა, პატარა ნაბიჯები მაინც იქნება გადადგმული”, – აცხადებს ლაშა დარსალია.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები