საკონსტიტუციო სასამართლოს წევრობის მსურველებმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადი 7 ივლისამდე უნდა წარადგინონ
საკონსტიტუციო სასამართლოს წევრობის მსურველებმა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადი 7 ივლისამდე უნდა წარადგინონ. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
„მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოს ერთ-ერთ წევრს უფლებამოსილების ათწლიანი ვადა მიმდინარე წლის ივლისში ეწურება. ახალი წევრი კი პრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამართლოშიუნდა განამწესოს სასამართლოს წევრის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე არაუადრეს ერთი თვისა და არაუგვიანეს ათი დღისა.
7 ივლისამდე დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ შესაბამისი დოკუმენტაცია (ბიოგრაფია და კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტები) საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში (ათონელის ქუჩა N25) ან გამოაგზავნონ ელექტრონულ მისამართზე: info@president.gov.ge“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.