იაგო ხვიჩიას “ფეისბუქპოსტს” პარლამენტის სხდომათა დარბაზში კამათი მოჰყვა

პარლამენტის სხდომათა დარბაზში „გირჩისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა იკამათეს.

კამათის მიზეზი “გირჩის” ლიდერის იაგო ხვიჩიას მიერ სოციალურ ქსელში განთავსებული პოსტი გახდა.

„კოლეგები, რომლებიც ცოტა ხნის წინ ჩვენ გვლანძღავდნენ, იმის გამო რომ პარლამენტში შესასვლელიაო ვიძახდით, ახლა თანამდებობებს ითხოვენ”, – დაწერა ხვიჩიამ სოციალურ ქსელში და დეპუტატების სია გაასაჯაროა.

აღნიშნულს იაგო ხვიჩიასა და “ნაციონალური მოძრაობის” წევრებს, ლევან ბეჟაშვილსა და ლევან ხაბეიშვილს შორის კამათი მოჰყვა.

„ჩემი განცხადებით შეურაცხყოფა არავისთვის მიმიყენებია, ბიძინასთან შეკრულს მეძახდით და ახლა სტატუსი გიკვირთ?”, – მიმართა იაგო ხვიჩიამ მათ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა, ლევან ბეჟაშვილმა და ლევან ხაბეიშვილმა იაგო ხვიჩიას მიუთითეს, რომ ტელეკამერები მათ კამათს იღებდნენ და მას აღარ უპასუხეს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები