ლევან ნიკოლეიშვილი: უკაცრავად, გახარია იყო პრემიერ-მინისტრი და ვინ დაუშალა საქმის კეთება, მაგრამ გადადგა ყველაზე კრიტიკულ მომენტში და ახლა საქმის კეთების ნაცვლად დარჩა მარტო ლაპარაკი

“ირაკლი ღარიბაშვილის პარლამენტში გამოსვლის შემდეგ, ოპოზიციურ სპექტრში გარკვეული უკმაყოფილება გაჩნდა”,- ამის შესახებ ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, ოპოზიციის მხრიდან კრიტიკა შინაარსობრივი და საქმიანი უნდა იყოს.

“ირაკლი ღარიბაშვილის პარლამენტში გამოსვლის შემდეგ, ოპოზიციურ სპექტრში გარკვეული უკმაყოფილება გაჩნდა. ეს გასაგებიცაა ოპოზიცია ჰქვიათ და ბოლო-ბოლო კრიტიკა უნდა გააჟღერონ, ოღონდ ეს ყველაფერი შინაარსობრივი და საქმიანი უნდა იყოს…მაგრამ როგორც ყოველთვის ჩასაფრებულები და ანგაჟირებულები აღმოჩდნენ, არც არავის გვიკვირს, უბრალოდ სამწუხაროა, რომ საქართველოში ოპოზიციას ან არ შეუძლია ან არ იცის თავის შეხედულებების დაპირისპირება უმრავლესობის შეხედულებებსა და პოლიტიკასთან. ასევე, არ შეუძლიათ საზოგადოებას ხელისუფლებაზე უკეთესი გეგმები და ხედვები შესთავაზონ. თუმცა ამას, თითქოს მივეჩვიეთ კიდეც.

ამ ყველაფრის ფონზე კი განსაკუთრებით, თვალსაჩინოა გახარიას პარტიის ორი ქალბატონის ანა ბუჩუკურისა და ნათია მეზვრიშვილის „კრიტიკა“ პრემიერის გამოსვლაზე. იცით, რა არის მათი მთავარი არგუმენტი? ირაკლი ღარიბაშვილი არ ვარგა, იმიტომ რომ მას გიორგი გახარია სჯობია – იმიტომ რომ გახარია, რომ იყოს პრემიერი უკეთესად ილაპარაკებდა და უკეთესად გააკეთებდა საქმესო !!! უკაცრავად, გახარია იყო პრემიერ-მინისტრი და ვინ დაუშალა საქმის კეთება, მაგრამ გადადგა ყველაზე კრიტიკულ მომენტში და ახლა საქმის კეთების ნაცვლად დარჩა მარტო ლაპარაკი!”,- წერს ნიკოლეიშვილი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები