მარტვილი-ნალეფსაოს დამაკავშირებელი 90-მეტრიანი ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს

მარტვილის მუნიციპალიტეტში, ქალაქ მარტვილისა და ნალეფსაოს დამაკავშირებელი ხიდის სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში შენდება ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი 90-მეტრიანი ხიდი. პროექტი ითვალისწინებს რკინა-ბეტონის საყრდენი კედლების და გაბიონების მოწყობას, ასევე მოეწყობა ასფალტ-ბეტონის სავალი ნაწილი და ლითონის მოაჯირები.

ხიდზე მიმდინარე სამუშაოებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერთან ალექსანდრე გრიგალავასთან ერთად გაეცნო.

„აქ ადრე არსებული ხიდი ავარიული იყო და გადაადგილების დროს მოსახლეობას საფრთხეს უქმნიდა. სამუშაოების ღირებულება მილიონ ნახევარ ლარზე მეტია. მარტვილში ამჟამად სულ 4 ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს, 2013 წლიდან დღემდე კი აშენდა და რეაბილიტირდა 20-ზე მეტი ხიდი” – განაცხადა გიორგი გუგუჩიამ.

პროექტი საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება. ხიდის მშენებლობის დასრულების შემდეგ მოსახლეობას საშუალება ექნება კომფორტულად და უსაფრთხოდ გადაადგილდეს.

სახელმწიფო რწმუნებული ასევე გაეცნო მარტვილის პირველი საჯარო სკოლის რეაბილიტაციის პროცესს.

DCIM100MEDIADJI_0013.JPG
DCIM100MEDIADJI_0016.JPG

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები