ლევან ბეჟაშვილი: საარჩევნო ცვლილებებთან დაკავშირებით არსებობს მთელი რიგი საკითხები, რომელიც პრობლემაა და ეს მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობას” არ ეხება

„საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე გვქონდა შესაძლებლობა, რომ კიდევ უფრო სრულყოფილი და დაბალანსებული დოკუმენტი ყოფილიყო, თუმცა, არსებობს მთელი რიგი საკითხები, რომელიც პრობლემაა და ეს მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობას” არ ეხება”, – განაცხადა პლენალურ სხდომაზე ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია” წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა.

დეპუტატმა ასევე გაამახვილა ყურადღება ვენეციის კომისიის დასკვნაზე და აღნიშნა: „ჩემთვის გაუგებარია, რატომ გავაგზავნეთ საარჩევნო კოდექსის ცვლილებების პროექტი ვენეციის კომისიაში, თუ რეკომენდაციების არც ერთ პუნქტს არ შევასრულებდით და მათ მოსაზრებებს არ გავიზიარებდით, ვენეციის კომისია აუცილებლად მოახდენს ამ ფაქტზე რეაგირებას.
ჩვენც ვაპირებთ, დოკუმენტის ხარვეზებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიაში ჩვენი არგუმენტები გავაგზავნოთ და თქვენ მიიღებთ საერთაშორისო კრიტიკას, რომელიც საარჩევნო კანონმდებლობის სრულყოფას ეხება”.

მოამზადა ჯემალ ჟიჟავაძემ

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები