ჩეხეთში ტორნადოსგან 200-ზე მეტი ადამიანი დაშავდა და გარდაიცვალა (ფოტო, ვიდეო)

ჩეხეთის სამხრეთ-აღმოსავლეთს ტორნადომ გადაუარა, რასაც რამდენიმე ადამიანი ემსხვერპლა, ასობით ადამიანი დაშავებულია.

ამის შესახებ Deutche Welle წერს.

როგორც მედიას რეგიონული საგანგებო სამსახურის წარმომადგენელმა განუცხადა, “დაღუპული ადამიანების შესახებ ინფორმაციას ვადასტურებთ, თუმცა, მათი ზუსტი რიცხვი ჯერ უცნობია. შეფასებისთვის ცოტა დროა გასული, რადგან ნანგრევებში ხალხი რჩება”.

ამავე დროს, მან აღნიშნა, რომ გარდაცვლილთა რიცხვი, სავარაუდოდ, ერთნიშნა რიცხვით იზომება, ხოლო ტრავმირებულთა რაოდენობა 200-ზე მეტია.

მისი თქმით, სტიქიურმა უბედურებამ განადგურების კვალი დატოვა და ჩეხეთ-სლოვაკეთის საზღვართან მთელი სახლები მიწასთან გაასწორა.

სოციალურ ქსელებში ვრცელდება კადრები დანგრეული სახლებისა და ავტომობილების, წაქცეული ხეების, ასევე, ცეცხლმოკიდებული მინდვრების. რეგიონს სეტყვაც დაატყდა.

ქალაქ გრუშკის მერმა თქვა, რომ ტორნადომ ამ დასახლებული პუნქტის ნახევარი გაასწორა მიწასთან.

ჩეხეთის უამრავ რაიონში ელექტროენერგიასთან დაკავშირებული პრობლემები შეიქმნა.

წაქცეულმა ხეებმა ავტომაგისტრალი დაბლოკეს.

ბრიუსელის სამიტში მონაწილეობის შემდეგ, ჩეხეთის მთავრობის მეთაური, ანდრეი ბაბიში იძულებული გახდა, ადგილზე დარჩენილიყო, რადგან პრაღაში თვითმფრინავის დაშვება ძალიან სარისკო იყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები