ლევან ვეფხვაძე – ჯარიმების გაუქმებაზე: ასეთი გადაწყვეტილებები უფრო მეტ ოპტიმიზმს აჩენს ადამიანებში, ბიზნესში

საქართველოს ბიზნესასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, ლევან ვეფხვაძე პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივას აფასებს, რომლის მიხედვითაც იზოლაციის, კარანტინისა და პირბადის ტარების წესის დარღვევის გამო დაჯარიმებული პირები ჯარიმის გადახდისგან გათავისუფლდებიან.

“ვსაუბრობთ რამდენიმე ათეულ მილიონზე, რომელსაც სახელმწიფო კი არ ამოიღებს, არამედ ტოვებს. ეს იმას ნიშნავს, რომ ის ადამიანები, ვინც დაჯარიმდნენ, მათ შესაძლებლობა ექნებათ, ეს თანხა ბიუჯეტში კი არ მიმართონ, არამედ შეიძინონ მომსახურება სერვისებით და ეს ბიზნესისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი.

მეორე არის ის ბიზნესები, რომლებიც დაჯარიმდა, თუ არის ისეთები, რომლებსაც დღეს კიდევ პრობლემა აქვთ, მე მგონი ეს პრობლემები მოიხსნება.

ასეთი გადაწყვეტილებები უფრო მეტ ოპტიმიზმს აჩენს ადამიანებში, ბიზნესში და შესაბამისად, ეკონომიკა წინ უნდა მიდიოდეს”, – აცხადებს ლევან ვეფხვაძე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები