მიხეილ ყაველაშვილი: კოვიდრეგულაციების დარღვევის გამო დაჯარიმებული ადამიანები არ არიან მარტივ სიტუაციაში, ამიტომაც, პრემიერის ინიციატივა დროულია
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, პრემიერის ინიციატივა კოვიდრეგულაციების დარღვევის გამო დაჯარიმებული პირების ამნისტიის შესახებ, მისასალმებელია.
როგორც მან ,,კვირასთან” საუბრისას აღნიშნა, დაჯარიმებული ადამიანები ეკონომიკურად რთულ მდგომარეობაში იმყოფებიან, ამიტომაც, ეს ინიციატივა დროულია.
,,კარგი და დროული ინიციატივაა. რა თქმა უნდა, შეიძლება, საზოგადოებაში იყოს სხვადასხვა შეფასება, თუმცა, ვნახეთ იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც დაჯარიმებულები არიან და საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში არიან, არ არიან მარტივ სიტუაციაში, ამიტომაც, ეს ინიციატივა მათთვისაც და ზოგადადაც მისასალმებელი და დროულია”, – განუცხადა ,,კვირას” მიხეილ ყაველაშვილმა.
კოვიდრეგულაციების დარღვევის გამო დაჯარიმებულ ადამიანებს ამნისტია შეეხებათ. ამის შესახებ დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.