ჯანმო-მ ბავშვებისა და მოზარდების ვაქცინაციის რეკომენდაცია შეცვალა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის წინააღმდეგ ბავშვებისა და მოზარდების აცრის შესახებ რეკომენდაციები განაახლა.

აღინიშნება, რომ თუ ბავშვებსა და მოზარდებში დაავადება გაცილებით მსუბუქ ფორმებში მიმდინარეობს, მათი იმუნიზაცია არ არის ისე სწრაფად აუცილებელი, როგორიც ხანდაზმული მოქალაქეების, ადამიანების ქრონიკული დაავადებებით თუ მედიცინის მუშაკების.

როგორც რეკომენდაციაშია ნათქვამი,  ორგანიზაციის სტრატეგიულმა საკონსულტაციო ჯგუფმა დაასკვნა, რომ კომპანია Pfizer-ის მიერ შემუშავებული ვაქცინა 12 წლიდან პირებში გამოყენებისთვის დასაშვებია.

ჯანმო გააგრძელებს რეკომენდაციების განახლებას, როდესაც კვლევის შედეგად ექნება ახალი ფაქტები ან ეპიდემიოლოგიური ვითარება ცვლილებებს მოითხოვს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები