ნათია მეზვრიშვილი: მოსამართლეთა დანიშვნის პროცესის გაგრძელება მოქმედი სისტემის პირობებში პირდაპირ ეწინააღმდეგება მიშელის დოკუმენტის სულისკვეთებასაც და ტექსტსაც

“სამწუხაროდ, ხელისუფლება აგრძელებს მიშელის შეთანხმების დარღვევას და ახდენს შეთანხმების ტექსტის მიზანმიმართულად არასწორ ინტერპრეტირებას”, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრი, ნათია მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, მოსამართლეთა დანიშვნის პროცესის გაგრძელება მოქმედი სისტემის პირობებში პირდაპირ ეწინააღმდეგება მიშელის დოკუმენტის სულისკვეთებასაც და ტექსტსაც.

“სამწუხაროდ, ხელისუფლება აგრძელებს მიშელის შეთანხმების დარღვევას და ახდენს შეთანხმების ტექსტის მიზანმიმართულად არასწორ ინტერპრეტირებას.

დიახ, მოსამართლეთა დანიშვნის პროცესის გაგრძელება მოქმედი სისტემის პირობებში პირდაპირ ეწინააღმდეგება მიშელის დოკუმენტის სულისკვეთებასაც და ტექსტსაც, რომელიც გვეუბნება, რომ ხელისუფლებამ შეთანხმების შესრულების მიზნით, პირველ ყოვლისა, უნდა დაიწყოს სასამართლოს რეფორმირების ინკლუზიური პროცესი (რაც არ დაწყებულა), უნდა შეფასდეს აქამდე გატარებული რეფორმის ტალღების ეფექტიანობა (რაც არ დაწყებულა), უნდა მოხდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფუნდამენტური რეფორმირება (რასაც როგორც ჩანს, არც აპირებენ) და მას შემდეგ გაგრძელდეს მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი, რაც სასამართლოს დამოუკიდებლობა და “გავლენის ჯგუფების” არსებობასთან დაკავშირებით კითხვები აღარ იარსებებს და ხელისუფლება შეთანხმების პირობების შესაბამის კანონმდებლობას წარმოადგენს.

სამწუხაროდ, ხდება ის, რაც მოსალოდნელი იყო დასაწყისშივე – ხელისუფლება ცდილობს შეთანხმების ტექსტის მიზანმიმართულად არასწორ ინტერპრეტირებასა და უმნიშვნელო ცვლილებების ფუნდამენტურად შემოსაღებას.

ძალიან სახიფათო პროცესები მიმდინარეობს იმ ფონზე, როცა წინ 5 არამოსამართლე წევრის არჩევის უმნიშვნელოვანესი პროცესია.

მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დროულად დაიწყოს პროცესი ყველა აქტორის ჩართულობით”, – წერს მეზვრიშვილი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები