ბექა დავითულიანი: დეპუტატს სჭირდება კვალიფიკაცია, კეთილსინდისიერება, რიტორიკა, როცა არცერთი არ გაქვს, გამოდიხარ გიორგი ვაშაძე და ბოდავ სისულელეებს
“დეპუტატს სჭირდება სულ რამდენიმე რამ, მათ შორის, კვალიფიკაცია, კეთილსინდისიერება და რიტორიკა, როცა არცერთი არ გაქვს, გამოდიხარ გიორგი ვაშაძე და ბოდავ სისულელეებს”, – ასე პასუხობს „ქართული ოცნების“ დეპუტატი, ბექა დავითულიანი გიორგი ვაშაძის განცხადებას.
მისივე თქმით, თბილისის მერიამ იმისთვის, რომ “მარშუტკების” ფასები არ გაზრდილიყო, ყველაფერი გააკეთა.
„კახა კალაძემ და მერიამ გააკეთეს ის, რომ „მარშრუტკების“ ფასები არ გაზრდილიყო და, ამავდროულად, განახლებულიყო, ქალაქისთვის არ შეექმნა პრობლემები მიკროავტობუსების გამონაბოლქვს, თბილისის მერია ყიდულობს მიკროავტობუსებს, იჯარით აძლევს კომპანიას და კომპანია ამ თანხას იხდის ნაწილ-ნაწილ. ეს იყო ერთადერთი სწორი გამოსავალი იმისთვის, რომ მიკროავტობუსების ფასი არ გაზრდილიყო და მიკროავტობუსების პარკი განახლებულიყო“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.
სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით: “ყვითელი ,,მარშრუტკებიდან” ლურჯ ,,მარშრუტკებზე” გადასვლის პროცესში კახა კალაძემ 43 მილიონი ამოუღო ჯიბიდან მძღოლებს, დისპეტჩერებს, მოიჯარეებს და მშიერი დატოვა ხალხი. აქციაც გვქონდა და ამ თემას აუცილებლად ბოლომდე მივიყვანთ”.