ცნობილია იმ ქვეყნების სია, რომლებსაც აშშ ვაქცინას გადასცემს, მათ შორის საქართველოც არის

აშშ-ის ადმინისტრაციამ იმ ქვეყნების სია გამოაქვეყნა, რომლებსაც, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ინიციატივით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გადაეცემა.

აღინიშნება, რომ 55 მილიონი დოზიდან 41 მილიონი COVAX პლატფორმას გადაეცემა, აქედან 14 მილიონამდე ლათინური ამერიკისა და კარიბის აუზის ქვეყნებს; 16 მილიონამდე აზიის ქვეყნებს; 10 მილიონი აფრიკას.

კიდევ 14 მილიონი დოზა, ანუ 55 მილიონიდან 25% გადაეცემა “რეგიონულ პრიორიტეტის მატარებელ ქვეყნებსა და სხვა მიმღებებს”.

მათ რიცხვში მოხვდნენ: საქართველო, უკრაინა, მოლდოვა, ღაზას სექტორი, კოსოვო და ბოსნია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები