გერმანელმა მეცნიერებმა კოვიდ19-ის ერთ-ერთი გრძელვადიანი შედეგი დაადგინეს – ვირუსს სისხლის უჯრედების შეცვლა შეუძლია

 

მაქს პლანკის ფიზიკისა და მედიცინის ცენტრისა და გერმანიის იმუნოთერაპიის ცენტრის მეცნიერთა ჯგუფმა აღმოაჩინა კორონავირუსული ინფექციის უნარი, გავლენა მოახდინოს სისხლის უჯრედებზე.

შესაბამისი კვლევა Biophysical Journal-შია გამოქვეყნებული.

ექსპერტებმა 17 პაციენტის სისხლის მილიონზე მეტი უჯრედი შეისწავლეს, რომლებსაც ვირუსი მწვავედ ჰქონდათ განვითარებული; ასევე, 14 გამოჯანმრთელებული და 24 ჯანმრთელი ადამიანის სისხლის უჯრედები.

შედეგებმა აჩვენა, რომ კორონავირუსს გრძელვადიან პერიოდში შეუძლია, გავლენა მოახდინოს სისხლის წითელი და თეთრი უჯრედების ზომასა და სიმტკიცეზე, ასევე, იწვევს ზოგიერთი უჯრედის დეფორმაციას. ზოგიერთი ეს ცვლილება დაფიქსირდა პაციენტებში ჰოსპიტალიზაციიდან 7 თვის შემდეგ.

მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ეს ინფექციის ერთ-ერთი გრძელვადიანი შედეგია, რაც ასევე ხსნის COVID-19 სისხლძარღვთა თანკბილვისა და ფილტვის ემბოლიის მომატებულ რისკს, ხოლო მეორეს მხრივ – უჯრედებში ჟანგბადის უკმარისობას.

მანამდე, ბირმინგემის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ COVID-19 ზოგჯერ გიილიენ-ბარეს სინდრომის განვითარებას იწვევს. მკვლევრების აზრით, ანტისხეულებს, რომლებიც ინფექციის შემდეგ წარმოიქმნება, აქვთ მსგავსი მახასიათებლები, რომლებიც გულისა და კანის აუტოიმუნურ დაავადებებს იწვევს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები