აჭარის მთავრობის სახლთან აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა
აჭარის მთავრობის სახლთან ფიზიკური დაპირისპირება იყო. ერთმანეთს სამართალდამცველები და დაკავებული სპორტსმენების ოჯახის წევრები დაუპირისპირდნენ.
საპროტესტო აქციის მონაწილეები კარვების გაშლას ცდილობდნენ, რისი საშუალებაც სამართლდამცველებმა არ მისცეს. არსებული ინფორმაციით, პოლიციამ რამდენიმე პირი დააკავა.
დაკავებულების ახლობლები აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქციას მართავენ და სპორტსმენების გათავისუფლებას ითხოვენ. სპორტსმენები რიონის ხეობაში „ნამოხვანჰესის“ წინააღმდეგ გამართულ აქციის დროს დააკავეს.