ჯანმო კორონავირუსის ახალ შტამს სწავლობს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კორონავირუსის ახალ ვარიანტს სწავლობს, რომელიც პირველად ლათინურ ამერიკაში გამოჩნდა და მას უწოდეს “ლამბდა”.

როგორც Deutche Welle წერს, ჯანმო-ს ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ ის შეიძლება, იყოს უფრო სწარაფად გავრცელებადი, ვიდრე – ჩვეულებრივი ვირუსი და დიდ საფრთხეს უქმნის ადამიანის იმუნურ სისტემას. ამასთან, ამის შესახებ ზუსტი დასკვნა, ჯერჯერობით, არ არსებობს.

კორონავირუსის ახალი მუტაცია პირველად პერუში 2020 წლის აგვისტოში გამოვლინდა. ქვეყანაში ინფიცირებულთა 81% სწორედ ამ ვარიანტს ებრძვის.

არგენტინასა და ჩილეში შტამი 1/3-ით არის წარმოდგენილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები