მეუფე იაკობისა და სახალხო დამცველის შეხვედრა ხვალ გაიმართება
ბოდბელი მთავარეპისკოპოსის, იაკობისა (იაკობიშვილი) და სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას შეხვედრა ხვალ გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას საპატრიარქო ავრცელებს.
შეხვედრის დრო დაზუსტებული არ არის.
,,საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტში ნინოწმინდის ობოლ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით შედგება შეხვედრა ბოდბელ მთავარეპისკოპოს იაკობსა (იაკობიშვილი) და სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას შორის“, – აღნიშნულია საპატრიარქოს ინფორმაციაში.