გიორგი ვაშაძე: პარლამენტი არის მთავარი ორგანო, რომელმაც მთავრობას მათრახი უნდა გადასცხოს, რომ აამუშაოს
“კომიტეტის სხდომებზე შემოდით და ნახეთ, იმდენად უპასუხისმგებლოდ, მოუმზადებლები მოდიან მთავრობის წარმომადგენლები, ელემენტარულ მათსავე ანგარიშში რაც არის წარმოდგენილი, სტატისტიკურ რიცხცებს არ გვეუბნებიან”, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, პარლამენტი უფუნქციოა.
“საპარლამენტო რესპუბლიკაში მთავარი არის პარლამენტი და არა – მთავრობა. პარლამენტი არის მთავარი ორგანო, რომელმაც მთავრობას მათრახი უნდა გადასცხოს რომ ცოტა აამუშაოს, ერთ ადგილზე წკეპლა უნდა მოსცხოს, როცა ის არ მუშაობს.
რა ხდება საქართველოში? – პარლამენტი არის უფუნქციო. კომიტეტის სხდომებზე შემოდით და ნახეთ, იმდენად უპასუხისმგებლოდ, მოუმზადებლები მოდიან მთავრობის წარმომადგენლები ელემენტარულ მათსავე ანგარიშში რაც არის წარმოდგენილი სტატისტიკურ რიცხვებს არ გვეუბნებიან”,- აღნიშნა ვაშაძემ.