“გამეცინა, გამეცინა” – კახა კუჭავა კითხვაზე – “შიში გაქვთ გახარიას პარტიის?”

“გამეცინა, გამეცინა”, – ასე პასუხობს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა კითხვას – “პარტია “საქართველოსთვის” ლიდერის, გიორგი გახარიას გუნდის წევრების განცხადებებით, „ქართულ ოცნებას” ყოფილი პრემიერის გუნდის რეიტინგი აშინებს და ამის გამო მათ პარტიას პოლიტიკურად თავს ესხმიან, შიში გაქვთ გახარიას პარტიის?”.

კუჭავა აღნიშნავს, რომ გიორგი გახარიას მიმართ კრიტიკული განცხადებები კეთდება არა მხოლოდ „ქართული ოცნების” მხრიდან, არამედ ყველას მხრიდან.

„პროცესს რომ მივადევნოთ თვალი, ეს არ არის მხოლოდ „ქართული ოცნების“ კრიტიკა, ეს არის კრიტიკული განცხადებები ყველა მხრიდან და ალბათ, ჩვეულებრივი პოლიტიკური პროცესია, რომლის მონაწილე არის ყველა პოლიტიკოსი და პოლიტიკური ჯგუფი. პოლიტიკური ჯგუფი როდესაც განაცხადებს, რომ ის შემოდის პოლიტიკაში, ოპოზიციაში, რა თქმა უნდა, მას უჩნდება კრიტიკული კითხვები და ცდილობს, რომ კრიტიკული პოზიცია დაიჭიროს, შესაბამისად კრიტიკა მოჰყვება მეორე მხარიდან“, – განაცხადა კუჭავამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები