ირაკლი ზარქუა: კახა კალაძე 10-0 მოუგებს ყველა დანარჩენ კანდიდატს
დარწმუნებული ვარ, კახა კალაძე 10-0 მოუგებს ყველა დანარჩენ კანდიდატს, – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
მისივე თქმით, კალაძისნაირი მერი დედაქალაქს არ ჰყოლია.
„მგონია, რომ კახი კალაძისნაირი მერი დედაქალაქს არ ჰყოლია. არა იმიტომ, რომ ჩემი მეგობარია, სტატისტიკითაც რომ ვიხელმძღვანელოთ, ასეა. ვიმედოვნებ და დიდი სურვილი მაქვს, რომ კახი კალაძე იყოს ისევ მერი, დარწმუნებული ვარ, 10-0 მოუგებს ყველა დანარჩენ კანდიდატს“, – განაცხადა ზარქუამ.