კახა კალაძე: გამომდინარე იქიდან, რომ წელს შემოდგომაზე მეწურება მანდატი, ვალდებული ვარ საზოგადოებას ჩავაბარო სრული ინფორმაცია პროექტებთან დაკავშირებით, რომელიც გაკეთდა, ან ვერ გაკეთდა
გამომდინარე იქიდან, რომ წელს შემოდგომაზე მეწურება მანდატი ვალდებული ვარ საზოგადოებას ჩავაბარო სრული ინფორმაცია პროექტებთან დაკავშირებით, რომელიც გაკეთდა, ან ვერ გაკეთდა, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„ჩვენ 2017 წელს საზოგადოებას წარვუდგინეთ ჩვენი საარჩევნო პროგრამა, რომელიც 7 ძირითადი მიმართულებისგან შედგებოდა. გამომდინარე იქიდან, რომ წელს შემოდგომაზე მეწურება მანდატი, ვალდებული ვარ, საზოგადოებას ჩავაბარო სრული ინფორმაცია იმ პროექტებთან დაკავშირებით, რომელიც გაკეთდა, ან ვერ გაკეთდა, ასევე იმაზე, რა არის გამოწვევები და პრობლემები“,- განაცხადა კალაძემ.
ცნობისთვის, ორბელიანის მოედანზე კახა კალაძემ ინფრასტრუქტურის განვითარების პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებულ პროექტებზე ანგარიშის პრეზენტაცია გამართა.