მერაბ მეტრეველი: „საქართველო ნატოს სამიტზე არ მიიწვიეს“ – არის “ფეიკ ნიუსი”
„საქართველო ნატოს სამიტზე არ მიიწვიეს“ – არის “ფეიკ ნიუსი”, – ამის შესახებ ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, სწორია ნიუსი, რომ “ნატოს სამიტზე არცერთი პარტნიორი ქვეყანა არ მიიწვიეს”.
“კოლეგებო, „საქართველო ნატოს სამიტზე არ მიიწვიეს“ არის “ფეიკ ნიუსი”. იკითხავთ, მიიწვიეს და ჩვენ არ ვიცითო? არა არ მიიწვიეს, მაგრამ ამ სახით ინფორმაციის გავრცელება არის ნახევარსიმართლის თქმა, ხოლო ნახევარსიმართლეს ისევე შეყავს შეცდომაში მკითხველი, თუ მაყურებელი, როგორც ცრუ ინფორმაციას. ხოლო როცა ინფორმაციას მომხმარებელი შეცდომაში შეყავს, ის “ფეიკ ნიუსია”. ამ სამიტზე ნატომ არ მიიწვია არცერთი პარტნიორი ქვეყანა. არ მიიწვია უკრაინა, სადაც ცხელი ომი მიმდინარეობს და ახლა ყველაზე მეტად სჭირდება გვერდით დგომა. შესაბამისად სწორი და კორექტული არის ასეთი ნიუსი: „ნატოს სამიტზე არცერთი პარტნიორი ქვეყანა არ მიიწვიეს“, ან „ნატოს სამიტზე საქართველო და უკრაინა არ მიიწვიეს“ “ქოცი” არ ვარ, უბრლაოდ, კარგ და პასუხისმგებლიან მედიას ვგულშემატკივრობ”, – წერს მეტრეველი.